Thursday, June 11, 2009

Thursday, June 4, 2009

cekvebi

2

ქართული ხალხური ცეკვა

ქართული ხალხური ცეკვები

ქართული ცეკვის საწყისები უხსოვარი დროიდან უნდა ვეძებოთ. ძველი წელთაღრიცხვის ათასწლეულის მეორე ნახევარსა და პირველი ათასწლეულის საწყის საუკუნეებში ქართული ცეკვები უკავშირდებოდა ნადირობის კულტს, მიწათმოქმედების განვითარებას და დაწინაურებას, მეცნიერების აღმავლობას. დღემდე მოღწეული ქართულ ხალხურ ცეკვების შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ცეკვა `ქართული~, `ფერხული ფარცათი~, `სადარბაზო~ `ხორუმი~, `სვანური~ `ცერული~, `ზემყრელო ფერხული~, `დოლური~, `მწყემსური~, `ხევსურული~, `საკეჭნაო~, `მოხეური იგივე ყაზბეგური~, `ყარაჩოხული~ `ლელო~ და `აჭარული~.

ცნობილია ასამდე ქართული ცეკვა, როგორც სააზროვნო ელემენტები ცეცხლოვანი ტემპით, განსაცვიფრებელი, განუმეორებელი, როგორც ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, თვითმყოფადი, მდიდარი კულტურა. როდის ჩამოყალიბდა პირველი წარმატება, მემკვიდრეობა საკაცობრიო კულტურის საგანძურში შესული მსოფლიოს მსოფლიოს ყველა ხალხთა ცეკვებისაგან _ ძველეგვიპტელთა, ებრაელთა , ბერძენთა, რომაელთა და ინდოელთა ცეკვებისაგან ქართული ცეკვა განსხვავდება თავისებური პლასტიკით.

ქართული ცეკვა ხასიათდება სისწრაფით, მიმიკით, თავდაჭერილობით, ჰარმონიული მოძრაობებით, რომლებსაც ხშირად თან ახლავთ შეძახილები ან სიმღერა ტაშით.

ქართულ ცეკვას ამ თავისებურ, სულიერ ფენომენს _ მსოფლიოს ყველა ცაკვას შორის უძლიერესი ემოციები ახლავს. როგორც წესი უცნაური ჯადო –თილისმა ატყვევებს მაყურებელს, უღვიძებს მათ სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების, აღტაცების გრძნობებს.

ქართული ცეკვა უცხოელებს აჯადოებს, ბავშვივით აღელვებს, ხიბლავს, ერთნაირად მოქმედებს, როგორც დაბალი გონებრივი განვითარების ადამიანზე ასევე მაღალი კულტურის მქონე ადამიანზე.

ქართული ცეკვები თეატრალიზებული გახადეს, კლასიკური ბალეტის სიმაღლემდე აიყვენეს, საქართველოს ხალხური ცეკვის დამაარსებელმა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა. ნინო რამიშვილის საშემსრულებლო ხელოვნებას ახასიათებს ქორეოგრაფიული სახეთა მრავალფეროვნება მის რეპერტუარში იყო როგორც ქალთა ისე მამაკაცთა პარტიები. თუ ქალთა ცეკვებში, გვხიბლავდა საოცარი პოეტურობით, უმანკო მოკრძალებულობითა და კეთილშობილური გრაციით, ვაჟთა ცეკვებში შესანიშნავად ჰქონდა გახსნილი მთიელი კაცის ტემპერამენტული ბუნება. ნინო რამიშვილის გარდა ქართული ცეკვისათვის ძალიან ბევრი გააკეთა ილიკო სუხიშვილმა. ის იყო ნინო რამიშვილის მეუღლე და ერთად ცდილობდნენ აეყვავებინათ ქართული ნაციონალური ბალეტი, რათქმაუნდა მათ ეს გამოუვიდათ და საკმაოდ კარგადაც.

ქართული ცეკვა გადმოგვცემს თითქმის ყველა კუთხის ცხოვრებას და ადათებს. თითქმის ყველა კუთხეს აქვს თავისი ცეკვა ესენია: `კახური~, `იმერული~, `აჭარული~, `სვანური~, `მეგრული~, `რაჭული~, და ა.შ. ყველა კუთხეს ახასიათებს თავისებური ილეთები, ცეკვის მანერები.

დღესდღეისობით საფერხულო რეპერტუარით ყველაზე უფრო მდიდარია სვანეთი, სვანეთმა დღემდე შემოგვინახა ისეთი უძველესი ფერხულები, რომლებიც ქრისტეს დაბადებამდეა შექმნილები და წარმართულ ხანას მიეკუთვნებიან ასეთებია: `ლილე~ `დიდებათა~, `ლაჟვაში~, `დალა კოკას ხელღვაჟალე~, `ამიარანის ფერხული~ და სხვა.

ფერხული ლილე შექმნილია მზის საპატივცემულოდ მასში აქებენ მზეს და ადიდებენ ღმერთს, რომ მათ შესწირეს ოქროს რქებიანი ხარები დაგრეხილ რქებიანი ყოჩები და ა.შ.

სადიდებელ ფერხელებთან ერთად ჩვენ ვხვდებით ნადირობასთან დაკავშირებულ უძველეს ფერხულებს, როგორიცაა `დალა კოკას ხელყვაჟალე~, `ბაილ ბეთქილი~, `ლემჩილი~. საერთოდ სვანური ფერხულები შეიძლება დავაჯგუფოთ ასე: სადიდებელი, სანადირო, პატრიოტული, საბრძოლო. ლაშქრული და საყოფაცხოვრებო ფერხულები.

რაჭა სვანეთის შემდეგ, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით გამოირჩევა ფერხულების მრავალფეროვნებით, რაჭული ფერხულებიდან აღსანიშნავია: `მაღლა მთას მოდგა~, `ერთხელ წისქვილს წასვლისათვის~,`ქალსა და ვისმე~, `თამარ ქალი~, `ჟუჟუნა~, `დიდგორსა დასხდნენ ვეზირნი~, `ოსიე~, `ორიდელა~, და სხვა. ეს ფერხულები, მეომრულ-ლაშქრულსა და საყოფაცხოვრებო-სატრფიალო ხასიათს ატარებს. მეომრული ხასიათის ცეკვების ისტორია ნამდვილ ამბავს შეესაბამება და ამ ცეკვებში აღწერილია მეზობელ ტომებთან შეტაკების ისტორიული ფაქტები. ხოლო საყოფაცხოვრებო-სატრფიალო ცეკვებში გადმოცემულია ქალის ოინები და მისი ჭირვეული ხასიათი.

გურული ფერხულები ასევე საბრძოლო ხასიათის ფერხულებია. იგი ორი ან სამსართულიანი ფერხულია. 1951 წელს ქორეოგრაფმა გ. სალუქვაძემ შეიტანა ცვლილებები. იგი ითვალისწინებდა ილეთების სხვადასხვაობას და ფერხულის ბოლოს, გადამწყვეტ დასკვნით ნაწილში, შეტანილი იქნა, გურულ ხასიათში გადაწყვეტილი ლხინი, ამ ლხინში მონაწილეობს როგორც ქალვაჟთა ჯგუფი ასევე ცალ-ცალკე ორივე ქალებისა და კაცების ჯგუფებიც.

შეცვლილი ფერხული, რომელიც შემდგომში რეპერტუარში შევიდა `ფერხული ფარცა კუკუთი~ მოწონება დაიმსახურა და გავრცელებაც ჰპოვა ქორეოგრაფიულ კოლექტივებს შორის ცეკვის ანსამბლში ამჟამად გურულ ფერხულს `ფარცა კუკუთი~ ასრულებენ.

რაც შეეხება მეგრულ ფერხულებს ცნობილია რომ მეგრული ფერხული ქართული ორპირული ფერხულების ერთ-ერთი სახეობაა. მას ასრულებენ ქალ-ვაჟნი ერთ საერთო წრეზე რომლებიც წრის შიგნით და შემდგომ ისევ გარეთ მოძრაობასთან ერთად გადაინაცვლებენ მარჯვნივ.

ამ ფერხულს ტექსტი არ გააჩნდა იგი სრულდებოდა როგორც საერო ასევე საეკლესიო დღესასწაულებზე. აღსანიშნავია ის, რომ მეგრული ფერხულის სასიმღერო მასალა დაახლოებით 5-6 ნაწილისაგან შედგება, ფეხით მოძრაობის მხრივ კი ფერხულის მხოლოდ ერთ ვარიანტს ვიცნობთ.

მესხეთი, როგორც საქართველოს კულტურის უძველესი ცენტრი, თავისთავად ცხადია, მდიდარი იყო ქორეოგრაფიული ხელოვნებით, მაგრამ მტერთა მრავალრიცხოვანმა შემოსევებმა თავისებური კვალი დააჩნიეს მას. ბევრი უძველესი საფერხულო წყობის ქორეოგრაფიული ნიმუში მივიწყებულ ან სრულიად დაკარგულ იქნა. ამჟამად, ქართული საფერხულო წყობის ცეკვებიდან, მესხეთში ძირითადად შემორჩენილია: ფერხული, სამყრელო და მუმლი მუხასა.

მესხეთში, აჭარის მაგვარად ვხვდებით ოსმალეთის გავლენით შექმნილ ცეკვებს. მაგალითად _ `ყოლსარმა ან ყოლსამა~, `ლალოინი~, `თოფალიონი~, და სხვა. როგორც ტერმინები გვიჩვენებენ ეს ცეკვები არაქართული წარმოშობისაა, მაგალითად _ ყოლსარმა თურქული სიტყვაა და ნიშნავს მკლავების მოხვევა. ყოლსამა ცეკვას ლალოინი. ასევე თურქულია და ნიშნავს უენო თამაშს, რომლის დროსაც, რომელიმე ერთი კაცის ბრძანება უსიტყვოდ სრულდება. თაფალიონი კი კოჭლი კაცის თამაშს ნიშნავს.

აფხაზური ცეკვებიდან საქართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებში ყველაზე უფრო პოპულარობით სარგებლობს _ ცეკვა `შარათინი~. ცეკვა `შარათინში~ მოცეკვავენი ერთმანეთს ეჯიბრებიან სისხარტესა და სიმარდეში. იგი სრულდებოდა სიმღერის თანხლებით. ქალ-ვაჟების ან ცალკე როგორც ქალების ასევე ვაჟიების მიერ. ხალხურ ვარიანტში `შარათინს~ ცეკვავდა ორი ვაჟი ან ქალ-ვაჟი. ან კიდევ ორი ქალი. არსებობს საქორწინო `შარათინი~. რომელსაც აფხაზები `აიბარკრა შარათინს~ უწოდებენ. `აიაბარკა შარათინი~ სრულდება მოცეკვავეთა ჯგუფის მიერ ან მთელი მასის მიერ. იგი დასაწყისში ფერხულის სახით იცეკვება.

ცეკვა `განდაგანა~ აჭარული ცეკვების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ შემოქმედებაში. ცეკვა `განდაგანა~ სატრფიალო ხასიათის ცეკვაა, რომელიც ძირითადად აგებულია ქალთა ცეკვის `თარანინას~ ცეკვა `მხარულის~ და `საშაირო~ _ ვახტანანას საფუძველზე.

ცეკვა განდაგანა ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი _ წყნარი, რომელიც `თარანინოს~ ნაწილს შეიცავს. `თარანინო~ ქალთა სიმღერაა რომელიც განდაგანასთან ერთად სრულდება. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს შეიცავს სწრაფი `მხარულის ელემენტებს~. ცეკვა `განდაგანას~ შესრულება მოითხოვს შემსრულებელთა მოქნილობას, პლასტიკურობას, ცაკვას საფუძვლად უდევს ქალ-ვაჟს შორის გაშაირება, რომელიც ატარებს შეჯიბრის ხასიათს გონებამახვილობასა და მოსაზრება-მიხვედრილობაში.

ცეკვა განდაგანა პირველად შესრულდა `როგორც ქალ-ვაჟთა სატრფიალო ცეკვა 1946 წელს იგი სრულდება როგორც წყვილის, ასევე მოცეკვავეთა ჯგუფისა და მთელი მასის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა `განდაგანა~ თავისი ტექნოლოგიითა და ხასიათით, აგრეთვე შესრულების მანერით სრულიად განსხვავდება სხვა სახის ქართული ცეკვებისგან, იგი მაინც ემორჩილება იმ თვისებურებებს, რომელიც გააჩნია ქართულ ცეკვებს: მტკიცე ტრადიციული წესი _ რაინდული ბუნება და ქალისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება, ცეკვა განდაგანასთვის აუცილებელი პირობაა აქედან გამომდინარე ცეკვის შერულებისას გადაჭარბებული მანჭვა-გრეხვა ყოვლად დაუშვებულია ამ ცეკვაში თითოეული ილეთი უნდა შესრულდეს სუფთად, სხარტად და დახვეწილად.

ცეკვა, `ხორუმი~ ორ და სამსართულიანი ფერხულის მსგავსად საბრძოლო შინაარსის საფერხულო წყობის უძველესი ცეკვიაა. ამ ცეკვის ძირითადი აზრი, მტერთან შებრძოლების მთელი სურათი უსიტყვოდ სხეულის მოძრაობით, რიტმით, ჟესტითა და მიმიკით არის გადმოცემული.

ცეკვა `ხორუმი~ შედგება ოთხი ნაწილისგან 1. მეომართა დასაბანაკებლად ადგილის შერჩევა. 2. მტრის დაზვერვა. 3. იერიში, ბრძოლა 4. გამარჯვება და ზეიმი. მეოთხე ნაწილს მტერზე გამარჯვებასა და ზეიმს ხორუმის ხალხურ ვარიანტში `გადახვეული ხორუმის~ სახით ვხვდებით. თუმცა შეიძლება აღნიშნული დასკვნითი ნაწილი გამოვხატოთ ჩვეულებრივი ლხინის სახითაც.

ცეკვა `ხორუმის~ რა ვარიანტიც არ უნდა იქნეს დადგმული, მისი შინაარსი ამ ოთხივე ნაწილიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ცეკვა `ხორუმი~ დღეისათვის შემორჩა გურიასა და აჭარაში. გურულ და აჭარულ ხორუმებს შორის განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ერთი, მაგალითად გურული, უფრო მკაცრად და სხარტად სრულდება ხოლო მეორე _ აჭარული უფრო წყნარი და ფრთხილია.

`ხორუმისათვის~ სხვა ცეკვებიდან განსხვავებით, დამახასიათებელია სრულიად თავისებური მუსიკალური ზომა აგრეთვე ამ ცეკვას აქვს ასეთი წესი რომ მოცეკვავეთა რაოდენობა აუცილებლად კენტი უნდა იყოს.

გავრცელებულია `ხორუმის~ დასასრულის ასეთი ვარიანთიც, რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე მოცეკვავე განასახიერებს დაჭრილს. დაჭრილები არ სტოვებნ ბრძოლის მოედანს და მხარში ამომდგარ თანამებრძოლებთან ერთად განაგრძობენ შეტევას. ბრძოლას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე _ გამარჯვებამდე. ამიტომაა, რომ ამ დროს `ხორუმის~ დასკვნით ნაწილში მონაწილენი დაჭრილებთან ერთად მიემართებიან პირობით არსებული მტრის მიმართულებით. ალბათ დამერწმუნებით რომ ცეკვა `ხორუმი~ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ისტორიას გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცეკვას აქვს ისეთი შინაარსი რომელიც შეეფერება ჩვენს ქვეყანას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა სულ განსაცდელშია. სულ სურთ მისი ბრძოლით მოპოვება, სწორედ ეს იყო ალბათ ამ ცეკვის შექმნის საფუძველიც.

ცეკვა `ფარიკაობას~ საფუძვლად უდევს ხევსურული `კენჭაობა~ რომელსაც ხმალში გამარჯვების მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა ცეკვა `ფარიკაობას~ ორ მოწინააღმდეგე ჯგუფს შორის წმინდა შებრძოლების სახითაც ვხვდებით. ამ ცეკვაში მოცემულია ხევსური მამაკაცის რაინდული ბუნება გმირობა და ვაჟკაცობა, ქალისადმი ღრმა პატივისცემა და ქართველთა ყველა ის უძველესი მდიდარი გმირული ტრადიცია, რაც თან ახლდა ცხოვრებასა და ბრძოლაში.

ცეკვა `ფარიკაობაში~ ორი მოწინააღმდეგე მხარის თავგანწირული ბრძოლის მიზეზად, უფრო მეტად ორი ვაჟკაცის ერთი ქალისადმი სიყვარული გვევლინება. ცეკვა უფრო ხშირად იწყება ასე: გამოდის გოგონა საცეკვაო მოედანზე ვაჟთან შესახვედრად მალე ვაჟიც შემორბის სცენაზე. გახარებული ქალ-ვაჟი ერთად ლაღობენ და ცეკვავენ. მოულოდნელად სცენაზე შემორბის ამ ქალზე შეყვარებული მეორე ვაჟი, რომელიც ხმალში გამოიწვევს მეორეს, შეცბუნებული და შეშინებული ქალი სტოვებს სცენას. შემდგომ სცენაზე შემოდის ვაჟთა ორი ჯგუფი, რომელთაგან პირველი _ პირველი ვაჟის მხარეს დაიკავებს, ხოლო მეორე _ მეორე ვაჟის მხარეს. იწყება ამ ორ ჯგუფს შორის საერთო ბრძოლა. შემდგომ ცალ-ცალკე წყვილები ცდიან ერთმანეთს. საბოლოოდ პირველი და მეორე ვაჟი იწყებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას, რომელიც საერთო ბრძოლაში დაგადის. ცეკვის დასკვნით ნაწილში ქალი ან ქალთა ჯგუფი მანდილს აგდებს მებრძოლთა შორის და ცეკვაც აქ მთავრდება.

აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ ქალისადმი პატივისცემა იმდენად დიდი იყო ხევსურეთში, რომ ქალის მანდილის გამოჩენა მებრძოლთა შორის აუცილებლად ბრძოლის შეწყვეტას მოასწავებდა, მართალია ამ დროს ბრძოლა დროებით წყდებოდა და იგი საბოლოო შერიგებით არ სრულდებოდა, მაგრამ ქალის მანდილის ასეთი დიდი უფლებები ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ღრმა პატივისცემა ჰქონდათ ხევსურეთში. ძველად იმ ქართული ტრადიციისა, რომელშიც გამოსჭვივის ვაჟის ქალისადმი მოკრძალებული და თავაზიანი დამოკიდებულება.

ქართულ ხალხურ ცეკვებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ცეკვა `მთიულური~, რომელიც საქართველოს ერთერთ კუთხეს მთიულეთს ეკუთვნის. მთიულურ ცეკვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ქორეოგრაფიაში. მასში თავმოყრილი რთული, მდიდარი და მრავალფეროვანი ტექნოლოგია კარგადაა შერწყმული ვაჟკაცის სილამაზესა და მის გმირულ სულთან. მთიულური ცეკვა განსაკუთრებით გამოხატავს ქართველი კაცის ტერმპერამენტს, მის სისხარტესა და მოქნილობას. ამიტომაა, რომ ყველა თვითმოქმედი და პროფესიული ანსამბლის რეპერტუარი სავსეა მთიულური ცეკვების მრავალფეროვანი ვარიანტებით. მთიულურ ცეკვებს ისეთივე უძველესი ისტორიული საფუძვლები გააჩნიათ, როგორც დანარჩენ ქართულ ცეკვებს.

ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მთიელი ხალხის ცეკვაზე დიდ გავლენას ახდენს მათი საცხოვრებელი პირობები, რომ ადგილმდებარეობა განაპირობებს მათ ჩაცმულობას. ასევე შეიძლება ითქვას,ის რომ ჩაცმულობა დიდ გავლენას ახდენს ილეთთა წარმოშობა-განვითარებაზე. ვინაიდან მათში გრძელი სამოსი სრულიად მოუხერხებელია და ბარში მცხოვრებთა შედარებით ისინი მოკლე სამოსს იცვამდნენ. შეიძლება ითქვას, რომ `განთავისუფლდნენ~ რა ქვედა კიდურები მათ მეტი საშუალება მიეცათ სხარტი და ლაღი მოძრაობებისა, თავისუფლად ხტომებისა, აქედან გამომდინარე ნაირფეროვან სვლებისა და ჩაკვრების, ცერილეთებს და მუხლილეთების შესრულებისა.

ბაღდადური ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის II ნახევარში.

განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის `ბუქნის~.

ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა `ძველი თბილისის სურათები~ (ქორეოგრაფი ი. ბაგრატიონი). ბაღდადურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ. დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში `ქეთო და კოტე~.

სამაია _ ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა `სამაიამ~, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს. ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს _ მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართული სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები `ძეობის~ დღესასწაულზე. ტერმინი `სამაია~ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს `როკვას, შუშპარს~ . დროთა განმავლობაში `სამაიამ~ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდენობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წესჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს _ სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული `სამაია~ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფის მიერ.

კინტოური _ ქართული ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასის შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამაქრში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი, კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს ასაწონად. კინტოებისათვის დამახასიათებელია გამჭრიახობა და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული კინტოურის ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.

სიმდი და ხონგა _ ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტუმები, (გრძელსახლებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს. სიმდსში კი მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებისას განსაკუთრებულად რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა მელ და ზუსტ მოძრაობაზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა კონტრასტს ეფუძვნება.

ჯეირანი. _ ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვისა რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელი, ცნობილი ქართველი მოცეკვავე, `ქართული _ ნაციონალური ბალეტის `სუხიშვილების დამფუძნებელი~ ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო~ , ეს ცეკვა აგებულია კლსიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.

და აი უკვე მივედით დასასრულს, სადაც თამამად შემიძლია ვისაუბრო ცეკვა `ქართულის~ შესახებ. ცეკვა `ქართული~ ქართული ხალხური შემოქმედების მშვენებაა. ეს ცეკვა აგებულია ქალ-ვაჟის ურთიერთ სიყვარულზე. მათ შინაგან განცდებზე, სათუთ გრძნობებსა და რაინდულ სულზე. `ქართულს~ ჩვენში სატრფიალო პოემასაც უწოდებენ, ეს არის შეჯიბრი სილამაზეში, მოქნილობაში, მოსაზრება-მიხვედრილობაში.

ცეკვა `ქართული~ შექმნილია ქართველი ხალხის ისტორიასთან მჭიდრო კავშირში მყოფი. იგი თანდათანობით ვითრდებოდა და ამჟამად განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი, წარმოადგენს ქართველი ხალხის შემოქმედების ფასდაუდებელ განძს. მის სიამაყეს.

ცეკვა `ქართული~ ქართველი ხალხის თავისებურებების, მისი შრომის და ყოფაცხოვრების პირობებით გაპირობებული ტემპერამენტის გრძნობების და ჩვევათა პირდაპირი ანარეკლია. ცეკვის შინაარსი დიდად ორიგინალური და დასაფასებელია ის, რომ მოზღვავებული გრძნობები კეთილშობილურია, თავშეკავებული და მოკრძალებული.

ამ ცეკვაში თავს იყრიდა ქართველი ხალხის ქორეოგრაფიული შემოქმედების საუკეთესო თვისებები. იგი მრავალ თაობათა მიერ იქმნებოდა და საუკუნეთა განმავლობაში იწრთობოდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა `ქართული ერთ-ერთი ხალხური ცეკვაა, რომელსაც არ გააჩნია კუთხურობის ნიშანი.

ჩვენ შეძლებისდაგვარად განვიხილეთ ყველა ის ცეკვა, რომელზეც ოდესღაც უმუშავიათ ჩვენს ქორეოგრაფებს. უძველესმა ქარათულმა საცეკვაო ხელოვნებამ რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და მდიდრდებოდა განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, ქართული ხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმული თვითმყოფადი ტრადიციული საცეკვაო ფოლკლორის მდიდარი პალიტრა და წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც აღმოცენდა ეროვნული კლასიკის საუკეთესო ნიმუშები.~



გამოყენებული ლიტერატურა

წწწ. ალაზანი.გე

ჰტტპ//სამოტხის_დედოფალი.პიცზო.ცომ

1. თათარაძე `ქართული ხალხური ცეკვების მოკლე მიმოხილვა. გვ 3-5; 14-17; 23-57; 60-82. შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. თბ.1974წ.

ქ. კასრაძე `ტრიუმფით მსოფლიო გზებზე~. გამომცემლობა `ხელოვნება~ 1971წ. გვ. 11-13.

surati

images

ruka


View tbilisi in a larger map